1. პროექტის სახელწოდება: მავნე ჩვევები მოზარდებში
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნონ მავნე ჩვევეთა უარყოფითი შედეგები.
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე მოზარდებში ხშირია მავნე ჩვევების ფაქტები და მათი უარყოფითი შედეგები, ამიტომ საჭიროა მოსწავლეებმა საჯაროდ ისაუბრონ აღნიშნულ თემაზე.
4. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია აღმოვფხვრათ მოზარდებში მავნე ჩვევები, როგორიცაა: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და სიგარეთის მოწევა.
5. მოსწავლეთა ასაკი: 12–18 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1–2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოზარდები დაფიქრდებიან მავნე ჩვევების უარყოფით შედეგებზე და რეალურად აღიქვამენ მათ მავნებლობას. შეიდზლება დამზადდეს პლაკატები, სტიკერები და გაკეთდეს სლაიდშოუები.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სამედიცინო ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან, გასაუბრება სკოლის ან ამბულატორიის ექიმთან, ასევე ხშირია მსგავს თემებზე ბუკლეტები და შეუძლიათ მათი გამოყენებაც.
9. პროექტის მსვლელობა: საჯარო ლეციათა სესიების ჩატარება სკოლაში, მოსწავლეთა უზრუნველყოფა საჭირო აუდიტორიითა და ტექნიკით ისტ–ის მენეჯერის მიერ.
10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: აღნიშნულ თემას კავშირი აქვს ისტ– თან ( ინტერნეტის საშუალებით მოიძიებემ ინფორმაციას ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, სიგარეტის მოწევის და მათი უარყოფითი შედეგების შესახებ),ბიოლოგიასთან, ანატომიასთან და სამოალაქო განათლებასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ზედგინიძე.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: zedginidzeketevan@gmail.com
No comments:
Post a Comment