Wednesday, August 17, 2011

სასწავლო პროექტი – მავნე ჩვევები მოზარდებში

1.    პროექტის სახელწოდება:  მავნე ჩვევები მოზარდებში
2.    პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნონ მავნე ჩვევეთა უარყოფითი შედეგები.
3.    პროექტის აქტუალობა:  თანამედროვე მოზარდებში ხშირია მავნე ჩვევების ფაქტები და მათი უარყოფითი შედეგები, ამიტომ საჭიროა მოსწავლეებმა საჯაროდ ისაუბრონ აღნიშნულ თემაზე.
4.    პროექტის მიზანი:  პროექტის მიზანია აღმოვფხვრათ მოზარდებში მავნე ჩვევები, როგორიცაა: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და სიგარეთის მოწევა.
5.    მოსწავლეთა ასაკი:  12–18 წელი.
6.    ვადები/ხანგრძლივობა:  1–2 კვირა.
7.    მოსალოდნელი შედეგები:  მოზარდები დაფიქრდებიან მავნე ჩვევების უარყოფით შედეგებზე და რეალურად აღიქვამენ მათ მავნებლობას. შეიდზლება დამზადდეს პლაკატები, სტიკერები და გაკეთდეს სლაიდშოუები.
8.    პროექტისათვის საჭირო რესურსები:  ინტერნეტი, სამედიცინო ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან, გასაუბრება სკოლის ან ამბულატორიის ექიმთან, ასევე ხშირია მსგავს თემებზე ბუკლეტები და შეუძლიათ მათი გამოყენებაც.
9.    პროექტის მსვლელობა:  საჯარო ლეციათა სესიების ჩატარება სკოლაში, მოსწავლეთა უზრუნველყოფა საჭირო აუდიტორიითა და ტექნიკით ისტ–ის მენეჯერის მიერ.
10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:  აღნიშნულ თემას კავშირი აქვს ისტ– თან ( ინტერნეტის საშუალებით მოიძიებემ ინფორმაციას ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, სიგარეტის მოწევის და მათი უარყოფითი შედეგების შესახებ),ბიოლოგიასთან, ანატომიასთან და სამოალაქო განათლებასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ქეთევან ზედგინიძე.
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: zedginidzeketevan@gmail.com